February 13, 2014

იმერეთის გუბერნატორი – ვიცე-მერის გადაწყვეტილება სამაგალითოა

იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა დადებითად შეაფასა ქუთაისის, ვიცე-მერის, ნიკო კაჭკაჭიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულების თანამადებობაზე. “ნიკო კაჭკაჭიშვილმა თავისი გადაწყვეტილებით ქალაქის ინეტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე პირადი. მისი საქციელი სამაგალითო უნდა იყოს სხვა სამასახურების წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემრსულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან, გუშინ, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.