ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებლ პირთა სამსახურის მიერ, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, მერის მოადგილემ შოთა მურღულიამ და საკრებულოს წევრებმა, გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოგვიანებით, ავღანელთა კავშირის წევრებისთვის საზეიმო სადილი მოეწყო.
February 15, 2014
ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 25 წლისთავი აღნიშნეს