ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთასისის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს “ნაციონალ” დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო “პატრიოტები” სხდომას არ ესწრებოდნენ. საკრებულოს სხდომას არც თამაზ მარგველაშვილი დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის გადაყენება მისივე განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან 14 თებერვალს დაწერა. მარგველაშვილის განცხადების დაწერა 12 თებერვალს მის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ განაპირობა, რომლის თანახმად, მან მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეუწყდა. ამ დროისთვის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კირკიტაძე ასრულებს.
February 17, 2014
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი