February 19, 2014

ქუთაისის მერიამ ბაკურიანში გასამგზავრებლად 42 ახალგაზრდა შეარჩია

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ბაკურიანში დაგეგმილი სემინარისთვის 42 ახალგაზრდა შეარჩია. სემინარში “თვითმმარველობა აქტიური მოქალქეობა და ჩართულობა – ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის”, მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები 7 კაციანკი კომისიის მიერ, კონკურსის გზით შეირჩა. ბაკურიანში დაგეგმილი ტრენინგისთვის მერიამ კონკურსი, მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოაცხადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრენინგში მონაწილეობის გამოცდილება, განხორცილებულ პროექტებში თანამონაწილეობა და მოხალისეობის გამოცდილება- ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელითაც კომისიამ მონაწილეებიშეარჩია. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. სემინარის მონაწილეები ბაკურიანში 20-25 თებერვალს გაემგზავრებიან, რომლებსაც ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებზე ჩაუტარდებათ. კონკურსის გზით შერჩეულ ახალგაზრდებს დღეს, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლი, შოთა მურღულია შეხვდა.