საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საჯარისო ნაწილების მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 106 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 1 დეპუტატი იყო. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც. ქართული ასეული აფრიკაში 2014 წლის ზაფხულში გაემგზავრება. მისია სამშვიდობოა და ქართველი ჯარისკაცები საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
February 21, 2014
პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს საჯარისო ნაწილები აფრიკაში გაემგზავრებიან