,ჭიათურ-მანგანეზის” შენობასთან 600 -მდე მაღაროელის აქცია მიმდინარეობს. ითხვისის, შუქურის, ქარხნის და მექანიკურ სახელოსნოში დასაქმებული თანამშრომლები ადმინისტრაციული შენობის პიკეტირებას აპირებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, რომელიც გასულ წელს უნდა მომატებულიყო, თუმცა ხელმძღვანელობას დაპირება არ შეუსრულებია.
როგორც გაფიცულები აცხადებენ, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალ აქციას შვიდი მაღაროს 3 700-მდე თანამშრომელი შეუერთდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
February 24, 2014
ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს