ქუთაისის საკრებულოს განკარგულებით, ქუთაისში ნიკეას უბანში არასასოფლო- არასამეურნეო მიწის ფასი გაიზარდა. ცვლილების შედეგად 1.კვ.მ მიწის ღირებულება 42 ლარის ნაცვლად 70 ლარი გახდა. ქუთაისის მერიის ქონების მართვის და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ცქიფურიშვილის განმარტებით, ნიკეას უბანმა მესამე ტერიტორიული ზონიდან მეორე ზონაში გადმოინაცვლა. რამაც მიწის ფასში ცვლილება გამოიწვია.
February 26, 2014
ქუთაისში მიწის ფასი გაიზარდა