March 14, 2014

ქუთაისის მერიაში სარვამარტოდ 58 000 ლარამდე პრემია გაიცა

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სარვამარტოდ 57 750 ლარის პრემია გასცა. პრემია ქუთაისის მერიაში დასაქმებულმა 228–ვე ქალბატონმა, ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიების გაცემა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კირკიტაძის, მიმდინარე წლის 6 მარტის ბძანების საფუძველზე მოხდა. ქუთაისის მერიაში ამ დროისთვის სულ 607 თანამშრომელია დასაქმებული.