ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჟურნალისტებისთვის პროფესიული დღის მილოცვისთვის 1780 ლარი დახარჯა. ადგილობრივი თვითმმართველობა, მიმდინარე წლის 21 მარტს ქუთაისში მოქმედ 80 ჟურნალისტს გაუმასპინძლდა. ჟურანლისტებისთვის პროფესიული დღის აღნიშვნის ბრძანება, ქუთაისის მერიამ მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გასცა. საზეიმო ფურშეტის მოსაწყობად მერიას ტენდერი არ გამოუცხადებია. მერიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმომადგენლობით ხარჯს მიეკუთვნებოდა, რის გამოც, ტენდერის გამოცხადების საჭიროება არ იყო.
March 27, 2014
რა დაუჯდა ქუთაისის მერიას ჟურნალისტების გამასპინძლება