March 28, 2014

სამართალდამცავებმა აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს

newpress.ge–ის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი ბობიხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს. ლევან ბობოხიძე, რომელიც ხონის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატია, სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოტივით აიყვანეს ბობოხიძე. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გოგა ხაჩიძის თქმით, ამ წუთებში ლევან ბობოხიძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.