March 30, 2014

სინოპტიკოსები გამოდარებას ორ დღეში პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე ორ დღეში გამოიდარებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ქარიანი ამინდები ორ დღეში შეწყდება. სააგენტოს პროგნოზით, დედაქალაქში დღეს ისევ ძლიერი ქარი იქნება, რომელიც ხვალ შესუსტდება.
ასევე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები, რომელსაც ღამე თან დაერთვის ყინვის გაძლიერება. ამ პერიოდში ნავარაუდევია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ცივი ჰაერის მასების გადაადგილება. interpressnews.ge