ქუთაისში, ცენტრალური შემოსასვლელი ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნიკეას ქუჩიდან იქნება. აღნიშნული ცვლილების გამო, ნიკეას უბანი შესამაბისი ინფრატსრუქტურით უნდა მოეწყოს. ამის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალეოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ არქიტექტორებთან ქუთაისის 2015-17 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გეგმის განხილვისას განაცხადა. მურღულიას განმარტებით, მნიშვნელოვანია ქალაქში შენობები და ინფრასტრუქტურა არსებული გეგემის შესაბამისად მოეწყოს. “მართალია, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები რათა განვითარდეს ქალაქი სოციალურ-ეკონომიკურად. თუმცა, არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ის, შენობა გახდეს ასაშენებლი. ნაგებობამ 30-50 წელი მაინც უნდა გაძლოს”, – განაცხადა შეხვედრაზე მურღულიამ. ქუთაისის ხელმძღვანელობამ ქალაქის განვითარების სტრატეგიის გეგმა არქიტექტორების გარდა, არასამთავრობო სექტორთანაც განიხილა.
April 1, 2014
ქუთაისში ცენტრალური შემოსასვლელი ნიკეას ქუჩიდან იქნება