April 6, 2014

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია მთავრობის ყოფილ სახლში იმუშავებს

ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისია, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადადის. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, კომისია დროებით, 6 თვით გადავა მთავრობის ყოფილ შენობაში. #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა, რომელიც რეაბილიტირებულ უნაბში (პუშკინისქუჩა #14–ში) მდებარეობდა, მიმდინარე წლის იანვარში დაიწვა. კომისია იანვრიდან ამ დრომდე, მართვის ტერიტორიული ორგანოს “ქალაქ მუზეუმის” შენობაში ფუნქციონირებს. თვითმმართველობის არჩევნებითვის კი საოლქო კომისია მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იმუშავებს.