ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალს პატივი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ, “ნაციონალებისა” და “ქართული ოცნების” საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგნლებმაც მიაგეს. “ქართული ოცნების” წარმომადგანლების განმარტებით, ქვეყნისთვის 9 აპრილი მტკივნეული და საამაყო თარიღია.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგანლების განმარტებით, დღევანდელი თარიღი ნიშანდობლივია, იმ გაგებით, რომ “ახლაც იგივე საფთხის წინაშე ვართ. რადგან, რასაც 25 წლის წინ, საბჭოთა კავშირს გამოვექეცით იგივე გვემუქრება”, – აღნიშნა მემორიალთან “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გია თევდორაძემ.
April 9, 2014
გია თევდორაძე 9 აპრილზე – ახლაც იგივე საფრთხის წინაშე ვართ