ქუთაისში ე.წ. “სიყვარულის ბაღში” ღვინის ქვევრის ძეგლი დადგეს.
ქალაქის ისტორიულ უბანში ღვინის ქვევრის ძეგლის დადგმის ინიციატივა ქუთაისის ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელს, ლევან როხვაძეს ეკუთვნის. როგორც როხვაძე newpress.ge – სთან საუბარში განმარტავს, ეს არის საქართველოში ქვევრისთვის ძეგლის დადგმის პირველი პრეცენდენტი. “ქვევრის ღვინო შევიდა მსოფლიო საგანძურში და პირველად საქართველოში ქუთაისში დაიდგა ქვევრის ძეგლი,”- ამბობს ლევან როხვაძე. ქვევრის ძეგლის ოფიციალურად გახსნა ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე იგეგმება.
April 29, 2014
საქართველოში პირველი ქვევრის ძეგლი ქუთაისში დაიდგა