May 8, 2014

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გია თევდორაძე იქნება

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის მერობის კანდიდატად გია თევდორაძე დაასახელა. თევდორაძე, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატია, ქუთაისის ყოფილი მერი გახლავთ (2009-2012 წწ). “ნაციონალურმა მოძრაობამ” კანდიდატები დღეს, თბლისში სპორტის სასახლეში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე დაასახელა.