ნიუ იორკის სოტბის აუქციონზე, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს სურათი “ხსნა ” (Le Sauvetage) $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სურათის სავარაუდო ღირებულება $ 14 – 18 მილიონი დოლარი იყო. პიკასოს სურათი “ხსნა”, 1932 წელს არის შესრულებული და ითვლება მხატვრის ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და ბრწყინვალე ნამუშევრად. ნახატზე გამოსახულია მარი-ტერეზე ვალტერის წყლიდან ამოყვანის სცენა.
აუქციონზე გამოფენილი იყო პიკასოს 13 ნამუშევარი, მათგან ზოგიერთი ვერ გაყიდა.
მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით
წყარო: “ინფო9”