May 25, 2014

ინგუშეთში აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, თამარ მეფე იყოს დაკრძალული

ინგუშეთში მუშებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, ქართველი მეფე თამარი იყოს დაკრძალული. ასინოვსკის ხეობაში არსებული გამოქვაბული უკვე მოინახულა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა. მან გასცა ბრძანება, გამოიკვლიონ გამოქვაბული და დაიცვან ის შავი არქეოლოგებისაგან.

ინგუშეთში ნანახი გამოქვაბული შუა საუკუნეებით თარიღდება. ცნობილია, რომ იმ დროისათვის, თათარ-მონღოლების შემოსევის გამო, ინგუშეთის მოსახლეობა გახიზნული იყო და მთებს აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, მიაკვლევენ თუ არა ამ ადგილზე თამარ მეფის საფლავს, მეცნიერები გამოქვაბულში საინტერესო აღმოჩენების გაკეთებას ვარაუდობენ.

წყარო: vesti.ru

“info9”