June 1, 2014

ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება მოაწყო

ქუთაისში, ახალგაზრდული ცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქციით გამოეხმაურა. ცენტრის ინიციატივით სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება მოეწყო. კინოდარბაზ “სულიკოში” ანიმაციური ფილმი “საზიზღარი მე” უჩვენეს.

“ვიმედოვნებთ ნასიამოვნები დარჩებიან. გვინდოდა ბავშვებისთვის ერთი დღე გვეჩუქებინა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ფართო ეკრანზე ფილმის ნახვით კინოთეატრის შეგრძნება და აღმოაჩინონ ქუთაისში არსებული ახალგაზრდული ცენტრი და კინოთეატრი”,– აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.