ქუთაისში ქალაქ -მუზეუმის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩილ იაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.იაშვილმა კანდიდატურა ამავე საარჩევნო ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ნადირაძის სასარგებლოდ მოხსნა. ” თემურ ნადირაძის მხარდამჭერი ვარ, ვიხსნი ჩემს კანდიდატურას და მთელი ჩემი გუნდით ვუერთდები თემურ ნადირაძესა და შოთა მურღულიას”, – განაცხადა არჩილ იაშვილმა. ყოფილმა კანდიდატმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ზოგადი სიტუაცია და ხელისშეშლის ფაქტორი დაასახელა.”სიტუაციიდან გამომდინარე ხელისშეშლა რომ არ გამოვიდეს, რადგან კონკურენტები ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტე მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – აღნიშნა იაშვილმა.
June 4, 2014
ქუთაისში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა “ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა