საარჩევნო ბლოკის “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებს ქვეყნისტვის მნიშვნელოვნად აფასებს და ამომრჩეველს არჩვენებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შაშიაშვილის განცხადებით, ის კარგად იცნობს მოსახლეობის განწყობას, რაც შედეგების ადექვატური უნდა იყოს. “საარჩვენო კომისიამ ქუთაისელებს ხასიათი არ გაუფუჭოს გაყალბებით. ვიცით ხალხის განწყობა და შედეგები განწყობის შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხელისუფლება კრახით დაამთავრებს,” – განაცხადა შაშიაშვილმა. “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატი ქუთაისელებს მიმართავს ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობის გამო არჩევნებზე მისვლისაგან თავი არ შეიკავონ და ხმა “ერთიან ოპოზიციას” მისცენ. “ვიწყებთ რეალურ ქმედებებს ძლიერი ქუთაისისთვის,” – განაცხადა შაშიაშვილმა.
June 14, 2014
თემურ შაშიაშვილი – საარჩვენო კომისიამ ქუთაისელებს ხასიათი არ გაუფუჭოს გაყალბებით