June 15, 2014

10 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა 4,57%-მა მისცა ხმა

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით ქუთაისში 7 306-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4,57%-ია. “არქტივობის ნორმალური მაჩვენებელია,” – აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები აირჩევა.

ქუთაისის ოლქში არჩევნებში მერობის 7 კანდიდატი მონაწილეობს, აქედან 2 ქალია. ხოლო მაჟორიტარების 86 კანდიდატიდან, ქალი 17-ია. რაც შეეხება პარტიულ სიებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ სიებში წარდგენილია საკრებულოს წევრობის 255 კანდიდატი.

ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.