June 15, 2014

იმერეთის გუბერნატორი – ხმას ვაძლევ ცვლილებებს

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისის მე-12 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. გუბერნატორის თქმით,მან ხმა ცვლილებებს მისცა. “ხმას ვაძლევ იმ ცვლილებებს,რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ვმართოთ რეგიონი თავისუფალ გარემოში. მადლობას ვუხდი ხალხს იმ მოთმინებისთვის, რომლითაც ისინი სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან”, -აღნიშნა მეფარიშვილმა. იმერეთის გუბერნატორი საარჩევნო უბაზე მეუღლესთან ერთად მივიდა.