ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში შემავალ #5 სპეცუბანზე კენჭისყრა უკვე დასრულდა. საეკლესიო საავადმყოფოს შენობაში განთავსებულ უბანზე ხმას ჯარში მომსახურე პირები აძლევდნენ. #5 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის უკვე დახურულია.
ქუთაისში სულ 125 საარჩევნო უბანია, აქედან – ორი სპეცუბანია. ქუთაისის საარჩევნო ოლქში 153 537 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩეველთა 11,71% (17983 ამომრჩეველი).