June 15, 2014

ქუთაისში ნიკეას საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა

ქუთაისის ნიკეას საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. ორი საათისთვის ნიკეას 111-ე საარჩევნო უბანში ხმა 191 -მა ამომრჩეველმა მისცა. აღნიშნულ უბანში 1122 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ასევე ნიკეას ოლქში 113-ე საარჩევნო უბანზე 2 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 133-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 113-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მერაბ ნავაძის განცხადებით გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა. ‘გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ უბანში ხმა მისცა 372-მა ამომრჩეველმა. წელს ეჭვი მეპარება რომ ამდენიც იყოს’, – განაცხადა მერაბ ნავაძემ.

ნიკეას საარჩევნო ოლქში სულ 12 საარჩევნო უბანია გახსნილი და 15 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.