ქუთაისის 117–ე საარჩევნო უბნის შედეგების თავიდან დათვლისას ზედმეტი ბიულეტენი არ აღმოჩნდა. შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის საჩივრის შედეგად მიიღო. “ლეობორისტები” აცხადებდნენ, რომ აღნიშნული უბანზე შემაჯამებელი იქმის შედეგები არ ემთხვეოდა ბიულეტენების რაოდენობას. კერძოდ, პროპორციული სიის ხუთი ბიულეტენი იყო ზედმეტი.
June 19, 2014
ქუთაისში საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლით დარღვევები არ დაფიქსირდა