June 26, 2014

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართვლოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენაში 26-27 ივნისს აქვთ. ქუთაისში ერთიანი ეროვნულ გამოცდები სამ საჯარო სკოლაში (პირველ, მე-17 და 41-ე (ფიზმატის) სკოლაში) მიმდინარეობს. ქუთაისში გამოცდებზე 2460 აბიტურიენტი გადის. პირევლი სესია 9:00 საათზე დაიწყო და ის ოთხ საათს გასტანს, ხოლო მეორე სესია 14 საათზე დაიწება. საჯარო სკოლებში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს სახანძრო და სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.