პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება ორ წელიწადში აბსოლუტურად რეალისტურია. “მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2 წელიწადში ეს აბსოლუტურად რეალისტური იქნება. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად დროულად, ეფექტურად შევასრულებთ ვალდებულებეს. ამ ეტაპისთვის მე შემიძლია აბსოლუტურად თავდაჯერებულად გითხრათ, რომ რალისტურია, 2 წელიწადში საქართველოს მოქალაქეებმა ყოველგვარი ვიზის და ბარიერების გარეშე შეძლონ ევროპაში მოგზაურობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმით მიმოსვლით შეუძლიათ ისარგებლონ აფხაზებმა და ოსებმაც, მხოლოდ ქართული პასპორტებით. წყარო: ipn.ge
June 28, 2014
ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება ორ წელიწადში აბსოლუტურად რეალისტურია