July 3, 2014

ჭიათურის უძველესი საბაგირო ვაგონი შესაძლოა საფრანგეთის მუზეუმში განათავსონ

ჭიათურაში არსებული უძველსი ქართული საბაგირო ვაგონი შესაძლოა, საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში განათავსონ. ფრანგმა სპეციალისტებმა 1953 წელს გამოშვებული საბაგირო ვაგონის მუზეუმში განთავსების სურვილი ჭიათურაში ვიზიტის დროს გამოთქვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით newpress.ge – სთან ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე საუბრობს. “ფრაგული კომპანია “პომეგასის” წარმომადგენლებთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ჭიათურისთვის ახალი საბაგირო კონსტურციების შესაქმნელად. როცა მათ პირველი ვიზიტის დროს ნახეს ერთ-ერთი ძველი ვაგონი, მისი მუზეუმში განთავსების სურვილი გამოთქვეს, რაც შესაძლოა რეალობად იქცეს,”- ამბობს სულხან მახათაძე.ჭიათურაში ახალი საბაგირო ინფრასტრუქტურის პროექტის დასრულებას ფრანგული კომპანია “პომეგასი” 2016 წელს გეგმავს. რის შემდეგაც, ჭიათურაში ახალი საბაგირო ხაზები 4 მიმართულებით იმუშავებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საბაგირო ჭიათურელებისთვის საჭირო საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც წლებია გაახლებას საჭიროებს. “ეს იქნება 21-ე საუკუნის პროექტი ჭიათურელებისთვის. რელიეფური თვალსაზრისით საბაგირო აუცილებელი ტრანსპორტია ჩვენი რეგიონისთვის,”- განმარტავს ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე. პროექტის ღირებულება საერთო ჯამში 13 მილიონ ლარს შეადგენს.