July 11, 2014

ქუთაისში ადეიშვილების ოჯახი ბათუმში დაკარგულ 14 წლის გოგონას ეძებს

ქუთაისში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახი 14 წლის დაკარგულ გოგონას ეძებს.

გოგონას გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია Newpress. ge – ის ოჯახის ახლობელმა მოაწოდა. მისი თქმით გოგონა ურეკში 12 დღის წინ დაიკარგა, რომელიც ბანაკში იმყოფებოდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ საქმეში პირველივე დღიდან ჩაერთო საგამოძიებო ორგანოები, თუმცა დღემდე არანაირი კვალი და რეაგიება არ არის.

დაკარგული გოგონას საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები ბრიფინგს დღეს, ქუთაისში 11:30 – საათზე გამართავენ, სადაც დეტალებზე ისაუბრებენ.