თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში #18 საარჩევნო უბანზე გველი იპოვეს. საარჩევნო უბანი სკოლის შენობაშია განთავსებული. ქვეწარმავალი სწორედ იმ ოთახში იყო, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა. რეპტილია გამათბობელში აღმოჩნდა.
როგორც #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი შალვა ნიკოლაძე აღნიშნავს გველის გამოჩენას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.
„ქვეწარმავალი მაშინვე იქნა ლიკვიდირებული, შესაბამისად გველის გამოჩენას სააჩევნო პოცესისთვის ხელი არ შეუშლია“, – აღნიშნა შალვა ნიკოლაძემ.