July 16, 2014

ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა

ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება“ – კონსერვატორები“ შეიქმნა. მასში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შედიან. ფრაქციის თავმჯდომარე თეიმურაზ კიკვაძე, ხოლო წევრები ზაზა ლომინაძე და ნიკოლოზ ლატარია არიან.

ამ დროისთვის საკრებულოში სულ 5 ფრაქციაა წარმოდგენილი. დანარჩენი 4 ფრაქცია 14 ივლიის შეიქმნა.