ქუთაისში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე ქართულ-ეგვიპტურ საწარმო „ფრეშ ჯორჯიაში“სამუშაო პროცესი შეჩერებულია. აღნიშნული საწარმოს მუშები აქციის გაგრძელებას მანამ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
თავის მხრივ კომენტარს არ აკეთებს საწარმოს ადმინისტრაცია.
ამ დროისთვის 100-ზე მეტი მუშა არის გამოსული ქუჩაში და მათთან მოლაპარაკებას პროფკავშირები აწარმოებენ.