July 18, 2014

ქუთაისის მერმა ვიცე-მერები დანიშნა

ქუთაისს ორი ვიცე-მერი ჰყავს. ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე ვიცე-მერებად ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დანიშნა. მიქიაშვილსა და ქავთარაძეს ვიცე-მერების პოსტი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ეჭირათ. შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ოთხი ვიცე-მერის ნაცვლად, ორი ვიცე-მერი არის განსაზღვრული. ქუთაისის მერიაში ვიცე-მერების თანამდებობის მსგავად ასევე, შემცირებულია მერის სამსახურები, რომელიც თვარმეტიდან ათამდე შემცირდა. “იმის გამო, რომ გარედან არ მოსულიყო სამსახურების უფროსები, ვინც დროებით იყო დანიშნული ისინი დავნიშენეთ, რომლებსაც მოგვიანებით წარვადგენთ”, – განმარტა შოთა მურღულიამ.