July 19, 2014

ფოთში ზღვამ 14 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა

ფოთში, დღეს დილით ზღვამ 14 წლის მოზარდის ცხედარი გამორიყა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი პატრულირებისას იპოვეს.
ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
უბედური შემთხვევა ფოთში ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან 17 ივლისს მოხდა, როდესაც წყალში შესული ორი მეგობრიდან, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს. წყარო: ipn.ge