პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი, სავარაუდოდ, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება.
“ინტერპრესნიუსი” აღნიშნულის გადამოწმებას მთავრობის ადმინისტრაციაში შეეცადა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ბრიფინგის თემის შესახებ არ საუბრობენ. სააგანეტოს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებები სამ მინისტრს: კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მინისტრებს შეეხებათ.
ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზეა დანიშნული. ipn.ge
July 21, 2014
მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები მოხდეს