ქუთაისის საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 676 ათას ლარამდე ცვლილებები შევიდა.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ნაწილის მობილიზება ერთი თვის პრემიალური ფონდიდან მოხდა, ხოლო თანხის ნაწილი, ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების გადაჭარბებით შესრულებით მიიღეს.
“26 მაისს მერიის თანამშრომლებზე პრემიის გაცემა არ მომხდარა და ეს თანხები გადმოვიტანეთ ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის,” – განაცხადა ქავთარაძემ.
ბიუჯეტში შესული ცვლილებების თანახმად, აღნიშნული თანხის დიდ ნაწილს – 450 000 ლარს საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” მიიღებს; 160 ათასი ლარი გამოეყო სპორტის სასახლეს, მოედნის შეცვლისათვის, ხოლო 50 ათასი ლარი მედიკამენეტებით დახმარების პროგრამას მოხმარდება. ასევე, 60 ათასი ლარი დაიხარჯება მერიის მიერ მიმდინარე წელს ქუთაისში გასახორციელებელი საპროექტო სამუშაოებისთვის.