ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას გადის. გუნდის მთავარი მწვრთნელის, რეზო ძოძუშვილის განცხადებით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბს ამ დროისთვის კომპანია “ვისოლის” აფინანსებს.
“გუნდს კომპანია “ვისოლი” აფინანსებს, რომელმაც გუნდთან 5 თვიანი ხელშეკრულება დადო. თუკი მოისურვებენ გაგრძელებას, მაგაზე მერე ვისაუბრებთ,” – განაცხადა რეზო ძოძუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, “ტორპედოს” შემადგენლობაში 10-მდე ახალი ფეხბურთელი ირიცხება.
ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ქუთაისის “ტორპედო” 9 აგვისტოს ფოთის “კოლხეთთან” გამართავს. აღნიშნული თამაში ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება ქუთაისურ საფეხბურთო კლუბს, გუნდი ახალ სეზონში საშინაო თამაშებს უკვე საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს.