ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, სასფლაოსთან ახლოს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა რამდენი წუთის წინ მოხდა. ხანძრის ლოკალიზება მერიის სამაშველო სამსახურმა უკვე შეძლო. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური- ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, ცეცხლი გამხამარ ბალახს გაუჩნდა. “ზუსტი მიზეზი თუ რატომ გაჩნდა ცეცხლი არ ვიცი. თუმცა, ეს შესაძლებელია სიგარეტის ნამწვავსაც გაეჩინა იმდენად არის გამხმარი ბალახი”, – განმარტა ნიკოლოზ კოღუაშვილმა. მისივე თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო, ანალოგიური შემთხვევი და შესაბამისად გამოძახებები თითქმის ყოველდღე არის.
August 11, 2014
გვალვიანი ამინდის გამო ქუთაისში ხანძარი გაჩნდა