August 15, 2014

სულორი წელს 150 ბავშვს უმასპინძლებს

იმერეთის ბალნეოლოგიურ კურორტ სულორში ბანაკის მე-19 სეზონი გაიხსნა. სულორი წელს 150 ბავშვს უმასპინძლებს. კურორტზე იმერეთის სხვადასხვა რაიონის სკოლებიდან მოსწავლეები უფასოდ ისვენებენ. ბანაკში მოზარდებისთვის ყოველდღიურად ინტელექტუალური თამაშები და შემოქმედებიტი ტურები ჩატარდება. ბანაკი სულ 3000 მდე ბავშვს მოემსახურა.