August 15, 2014

რატომ შეჩერდა ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია და ვინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანია

ქუთაისში, რუსთაველისა და ე.წ. ბალახვნის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 3 ივლისს უნდა დასრულებილყო. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიტოვებულია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპამია შპს “გეგი” ვადაგადაცილების გამო დაჯარიმებულია.
შპს “გეგიმ” მერიას 3 ივლისიდან ამდრომდე ჯარიმის სახით დღეში 187 ლარს და 0.50 თეთრი უნდა გადაუხადოს. რაც შეეხება, სამუშაოების მიტოვებას, ადგილობრივ თვითმმართვრლობაში განმარტავენ: “სამუშაოები მიტოვებული არ არის. უბრალოდ კომპანიას რამდანადაც ვიცით პრობლემა შეექმნა მასალების ჩამოტანაზე. თუმცა, ჩვენ ეს მიზეზი არ გვაინტერესებს ის ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმა დაეკისრა”, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეცილისტი, გიორგი კვერნაძე. შპს “გეგიმ” ხიდების აღდგნაზე პასუხისმგებლობა ტენდერის გზით აიღო. რისთვისაც მას მერიიდან 187 500 ლარი ერგო. ხიდებზე სამუშაოები უშუალოდ 27 მაისიდან დაიწყო.