August 19, 2014

ქუთაისში 300-მდე უკანონო კიბეა

ქუთაისში, ტროტუარებზე 300-მდე უკანონო კიბეა მოწყობილი. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განმარტა. მისი თქმით, უკანონო კიბეები ქალაქში ყველა ქუჩაზე არის, თუმცა მათი სიმრავლით ჭავჭავაძის გამზირი გამოირჩევა. მურღულია ამბობს, რომ აღნიშნული კიბეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ამიტომაც ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით არც კიბეების მეპატრონეები დაზარალდნენ და არც ქალაქი დამახინჯდეს.