September 4, 2014

საქართველოში ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით უახლოესი ორი დღის განმავლობაში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ “ნიუპოსტს” გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხვალ და ზეგ სინოპტიკოსები სეტყვას ვარაუდობენ. რაც შეეხება ჩრდილო-მთიან რაიონებს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მათ შორის ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი დევდორაკში. დასავლეთ საქართველოში უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ეს ყველაფერი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოხდება. მომდევნო დღეებიდან წვიმა მოსალოდნელი აღარ იქნება.

newpost.ge