September 5, 2014

ქუთაისის ოპერაში ვედმედევას დირექტორის პოზიციაზე აღდგენას არ ადასტურებენ

ხატია ვედმედევას ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას არ ადასტურებენ ოპერის თეატრში. „ამ ეტაპზე სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილება არ ნიშნავს ვედმედევას პოზიციაზე ავტომატურ აღდგენას. სასამართლომ კულტურის სამინისტროდან და ფინანსური პოლიციიდან მეტი დოკუმენტაცია მოითხოვა. ჩვენი იურისტის ინფორმაციით მოსამართლეს არ უთქვამს, რომ ყოფილი დირექტორი აღადგინეს პოზიციაზე“, – აღნიშნავენ ოპერაში.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატია ვედმედევას სარჩელი დააკმაყოფილა და მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.