ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწებულებათა ააიპ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ნანა ლორთქიფანიძე 20 აგვისტოს დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე გაერთიანების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ლორთქიფანიძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, ლევან გოგელაშვილის მეუღლეა. “მე 20 აგვისტოს დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ”, – ამბობს ააიპ გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი, მაია პაქსაძე. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელს კონკურსი არ ეხება და მას ქუთაისის მერი ნიშნავს.
September 10, 2014
ქუთაისის საბავშვო ბაღების ააიპ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს