September 13, 2014

განათლების მინისტრმა ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში დირექტორები დანიშნა

საქართველოს განათლების სამინიტრომ ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი დირექტორების კანდიდატები არ აირჩია, დირექტორები უკვე დანიშნა.

ქუთაისის #6 საჯარო სკოლა – დიმიტრი ქარსელაძე, #8 – თეა ჩხეტია, # 9 – ზვიად გორგოძე, #10 – დემურ გაგუა, #11 – უშანგი ფხაკაძე, # 31 – მამუკა გიორგაძე, #32 – ჯეირან კოღუაშვილი, # 33 – მარინა ისკაკოვა და # 35 – რუსუდან თავიდაშვილი – ეს სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული და სამინისტროს მიერ „მწვანეანთებული“ დირექტორები არიან. ერთადერთი შემთხვევა ქუთაისის #26 საჯარო სკოლაა, სადაც განათლების სამინიტრომ არ დანიშნა სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატურა. განათლების მინისტრმა აღნიშნულ სკოლაში დირექტორად ვარდო უგულავა დანიშნა. არჩევნები არ ჩატარებულა #2, #22 და #40-ე საჯარო სკოლაში. ამ უკანსასკნელში შარაშან დირექტორად, 6 წლის ვადით, გენადი მარგველაშვილი აირჩიეს.

დანარჩენ 25 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი კანდიდატურები აირჩია.

საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნები მიმდინარე წლი 11 სექტემბერს ჩატარდა.