September 15, 2014

ქუთაისში სასწავლო წლის დაწყებას კონცერტით აღნიშნავენ

ქუთაისის მერია დღეს სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს. კონცერტი ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში 19:00 საათზე გაიმართება.ქუთაისის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ, ჯგუფები – “ყველა”, ჯგუფი „სამიზნე“, ინდირა ჯგერენაია და ელეონორა გოგოლაშვილი.