September 15, 2014

ქუთაისში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქუთაისში, პარლამენტის წინა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა იმ შეცდომის შედეგს, რომელსაც კოჰაბიტაცია ჰქვია, დღეს იღებს. “მთავრობაში არის რევანშისტული ძალა, რომელიც საქართველოს კარგ შედეგამდე არ მიიყვანს და ამიტომ საჭიროა დროულად ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მოისპოს ასევე, პრეზიდენტის მისამართით ის ცინიკური დამოკიდებულებები, რომლებიც დღეს არსებობს და ჩვენს ქვეყანას სასაცილო მდგომარეობაში აგდებს,” – ამბობს აქციის მონაწილე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი რეალობის” დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი. მისივე თქმით, ის თავადვე იყო “ქართული ოცნების” აქტივისტი. აქციის მონაწილეების განმარტებით, თუკი მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ.