ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ეროვნული ფორუმი – თავისუფალი დემოკრატები” ჩამოყალიბდა. ფრაქციის შემადგენლობაში საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრები – გელა გაბადაძე, კახაბერ დვალიშვილი და ლელა ქელბაქიანი გაწევრიანდნენ. საკრებულოს ახალი ფრაქციის თავმჯდომარე გელა გაბადაძე იქნება. ამ დროისათვის საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა ჩამოყალიბებული.
September 16, 2014
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ეროვნული ფორუმი – თავისუფალი დემოკრატები” ჩამოყალიბდა