საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად შვედეთს სთხოვენ.
მიგრაციისსაერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მიგრაციასთან
დაკავშირებითსრული სურათის დადგენა რთულია, თუმცა, არსებულული მონაცემებით შვედეთი ლიდერობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი- ივნისის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნა სულ 782 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. აქედან 384 ადამიანს შვედეთში სურს თავშესაფარი, 15-ს ფინეთში, 17-ს კი ნორვეგიაში.
იანვარ- აპრილის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნით პოლონეთს 164-მა ადამიანმა მიმართა. იანვარ-მაისის მონაცემებით კი შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების სურვილი 202-მა ადამიანმა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, თავშესაფარი სულ 9 101-მა ადამიანმა მოითხოვა, 2012 წელს კი ასეთი ადამიანების რიცხვი 10 972 იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1991 წლიდან დღემდე 2009 წელს ფიქსირდება, ამ წელს თავშესაფარი 11 ათას 013-მა ადამიანმა მოითხოვა.
წყარო: commersant.ge